ცნობილია, რომ ხადური დღის ბოლოს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომას დაესწრება. უმრავლესობის წევრებს ხადურთან შეკითხვები 1014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ექნებათ.
“ველოდებით ხადურს რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი არის განსახილველი. პარლამენტში უმრავლესობას ექნება კონკრეტული საკითხები, რომელსაც დავაზუსტებთ ფინანსთა მინისტრთან. გვაქვს ასევე კითხვებიც, რომელიც ეხება იმ საკითხებს რომელიც პრიორიტეტულია. ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ჩვენ ბიუჯტეის პროექტთან დაკავშირებით შევჯერდებით და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებში უკვე განიხილეს და შენიშვნებით მთავრობას გადაეგზავნა. თუმცა, როგორც გაირკვა მთავრობა დეპუტატების შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.