აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი საპროტესტო აქცია გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ეს ადგილები არის არასრულწლოვანების პროსტიტუციისა და ნარკოტიკების გავრცელების ცნობილი ადგილები. აქციის მონაწილეები ასევე, მოითხოვენ დაცვის იმ სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხის დადგომას, რომლებიც მონაწილეობენ ქართველების ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში. აქციაზე გაჟღერდება მოთხოვნა სავიზო და საემიგრაციო რეჟიმის გამკაცრების შესახებაც.
აქციას გამოეხმაურა უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მიერ წამოწყებული ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა დადგეს აქციის მონაწილეთა გვერდით.
“უნდა გართულდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. აუცილებელია, რომ სააკაშვილის მიერ გამოცემული საპრეზიდენტო აქტი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე დაექვემდებაროს რევიზიას. ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეობაში შემოსვლის პოზიტიური პირობა გახლავთ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესი ან განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ წლების განმავლობაში მივიღეთ ძალიან სახიფათო ტენდენცია, ჩამოსახლებული და ბინადრობის მქონე თურქეთის მოქალაქეები ეპატრონებოდნენ სასტუმროებს და შემდეგ აქ ბორდელებს აწყობდნენ. ჩამოყავდათ გასტროლიორები და ქმნიდნენ ე.წ. მცირე ამკლავებს. ყველაზე მთავარი, რაც მინდა ყველამ გაიგოს, თაუნიზაციის მცდელობაა არა მარტო ბათუმში ან ქუთაისში, არამედ თბილისშიც. თქვენ იცით, რომ შეიქმნა უკვე ისეთი პრეცედენტი, როდესაც თურქული, ირანული, არაბული საზ–კვების დაწესებულებები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ქართველ მამაკაცებს უფლება არ აქვთ შევიდნენ და ისარგებლონ ამ დაწესებულებებით, მეტიც შეხედვაც კი არ შეუძლიათ. მათი მუდმივი კლიენტურის მოთხოვნიდან გამომდინარე მდედრობით სქესს ამის უფლებას ისინი ანიჭებენ. ეს არის ძალიან სერიოზული შეურაცყოფა ქართველი ერისა, თუ რომელიმე სამთავრობო ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, მოწადინებულია, რომ ლობირება მოახდინოს მსგავსი ბიზნესის ბიუჯეტის შევსების ფორმალური მოტივაციით, ისინი სერიოზული პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევიან ჩვენი საზოგადოების მხრიდან,” _ აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, შაბათს, გამაფრთხილებელ აქციაზე გაჟღერდება მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელისუფლების მიმართ – დაკავდნენ ამ საკითხებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება გამოუსწორებელი პროცესები. აქვე უფლებადამცველმა მიმართა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ მთავარია აქცია არ გამოვიდეს კონსტიტუციური ფარგლებიდან და ჰქონდეს ზუსტად მიმართული ვექტორი.