მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კარიერის მშენებლობა სუფსის პირა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და მოითხოვენ შეჩერდეს მისი ფუნქციონირება.
როგორც ვახტანგ ზენაიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კარიერი არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას, ამის დასტურად არსებობს რამდენიმე გეოლოგის დასკვნა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა.
“მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აქ კარიერის მშენებლობა საფრთხის მომცველია, რასაც მე ნაკლებად ვეთანხმები. ამის საფუძველს გეოლოგების მიერ დადებული დასკვმა მაძლევს. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით საქმის მწარმოებელთან ერთად, რომელიც გვარად ებრალიძეა, შევეცადეთ ორმხრივი მოლაპარაკება გვეწარმოებია, მაგრამ უშედეგოდ, მოსახლეობა კარიერის ფუნქციონირების შეწყვეტას მოითხოვს, ამ შემთხვევაში ჩვენ მათ ვერაფრით დავეხმარებით, ვინაიდან ნებართვა ჩვენი გაცემული არაა. ამ საქმეს სხვა ვერაფერი გადაწყვეტს თუ არა სასამართლო”, _ ვითხრა ზენაიშვილმა.
შეგახსენებთ,რომ აქცია სოფლის ცენტრში ამ წუთბშიც მიმდინარეობს.