მიღებული მცდარი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
მანანა ნაჭყებია აცხადებს, რომ მარგველაშვილს უკვე აქვს უფლება გადახედოს პრეზიდენტის სასახლის შემდგომ დანიშნულებას, გაითვალისწინოს ხალხის აზრი და არსებული რეზიდენცია პრეზიდენტის ან პრემიერ–მინისტრის სარგებლობაში დარჩეს.
“პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით არსებული არც ერთი არგუმენტი არ მიმაჩნია გამართლებულად და ვთვლით, რომ ეს უფრო ვიღაცის სუბიექტური მოსაზრებაა. ყველაფერი პოლიტიკურ კეკლუცობას ჰგავს _ ეს სასახლე განკუთვნილია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისთვის და ჩვენი მოსაზრებით, პრეზიდენტის თუ არა, პრემიერ–მინისტრის სარგებლობაში უნდა დარჩეს, რათა შესაძლებელი იყოს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ღირსეული მიღება. გარდა ამისა, ეს არის ხალხის სურვილიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას და რეზიდენცია დარჩეს უმაღლესი თანამდებობის პირის სარგებლობაში.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მთავრობა არ გაითვალისწინებს “ახალი მემარჯვენეების” მიმართვას, სწორედ ამიტომ გვინდა კიდევ ერთი აზრი დავაფიქსიროთ – რეზიდენცია გადაეცეს ხელნაწერთა ინსტიტუტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უნიკალური შენობა როგორც დაცვის, ისე კლიმატკონტროლის თვალსაზრისით”.
მანანა ნაჭყებიამ მთავრობას მოუწოდა, მოუსმინოს ხალხის აზრს არა დეკლარირების დონეზე, არამედ რეალურად და გააგრძელოს დემოკრატიის გზა, რომელიც ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო.