პავლე კუბლაშვილი ჭიკაიძის კანდიდატურას ამ პოსტზე იწუნებს და აცხადებს, რომ შესაძლოა ის კარგი პოლიციელია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრობა გაცილებით სხვა პასუხისმგებლობაა.
“ალექსანდერე ჭიკაიძემ არცერთ კითხვაზე არ გასცა პასუხი, ამიტომ უმრავლესობის წევრებიც უნდა დაფიქრდნენ რამდენად სწორია ამ კანდიდატურის წარმოდგენა. ის შეიძლება იყოს კარგი პოლიციელი, მაგრამ კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“ჭიკაიძემ სიტყვით გამოსვლისას სამჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ როცა მას არაფერი არ უთქვამს მის ყოფილ საქმიანობაზე. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ შეკითხვები.
“ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დეპოლიტიზაცია მოხდა პოლიციის. საინტერესო იქნებოდა მინისტრობის კანდიდატის პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა ის პოლიტიზებული, როდესაც პოლიციის რიგებში მსახურობდა 2008-2012 წლებში, მისი საქმიანობა უკავშირდებოდა თუ არა რაიმე უკანონო ბრძანების შესრულებას ან გაცემას. თუმცა, მან ამ შეკითხვებს უბრალოდ პასუხი არ გასცა”, _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.