2 დეკემბერს, კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები” გახსნის, რომლის ჩვენებაც კინოთეატრ “ამირანშია” დაგეგმილი.
7 დეკემბერს, დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან კინოფესტივალის გამარჯვებულები. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზები – ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის, გადაეცემათ.
აგრეთვე, დაწესებულია ფარაჯანოვის სახელობის პრიზი, რომელიც შერჩეულ ფილმს, განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის გადაეცემა. პრიზი ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდმა დააწესა.
ქართული პანორამის სექციაში გამარჯვებულ საუკეთესო ქართველ რეჟისორს გადაეცემა თიბისი ბანკისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ჯილდო, რომელიც კანის 20134 წლის კინოფესტივალზე გამგზავრებას გულისხმობს.
დღეს კინოფესტივალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შვედეთის ელჩი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ძირითადად საუბარი კინოფესტივალის მნიშვნელობას შეეხებოდა.
ქალაქის მერის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ფესტივალმა ვხოველური ინტერესი გამოიწვია.
რეჟისორ ნანა ჯანელიძის განცხადებით კი, ფესტივალი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც.
“ფეისტივალი გაიზარდა, ხალხმრავალი გახდა. ფილმების ჩვენებას ესწრებიან სტუდენტები და ეს მისასალმებელია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ფესტივალის კიდევ უფრო გაფართოებას”, _ აღნიშნა კანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, ფესტივალის გახსნამდე, 6 საათზე კინოთეატრ „აპოლოსთან“ იგეგმება აქცია სახელწოდებით “კონოთეატრ აპოლოს გადასარჩენად”.
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ყველა ღონე იხმარონ ძეგლის გადასარჩენად.
აღნიშნულ საკითხზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა განაცხადა, რომ მოლაპრაკებები უკვე დაწყებულია კონოთეატრის კერძო მესაკუთრეებთან და სამინისტრო ძალ-ღონეს არ დაიშურებს აპოლოს გამოსასყიდლად.