“ფეხბურთელებმა გვთხოვეს დაგვეწერა, რომ დღევანდელ თამაშზე გადიან გულშემატკივრის თხოვნით და მამა საბას ხათრით…”, _ ეს მცირე განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გურულმა ფეხბურთელებმა გუშინ გააკეთს განცხადება, რომ ისინი არ აპირებდნენ თამაშზე გასვლა.
“სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება და ახლა დაშლის საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დაგვედო და დავდეთ კიდეც, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ დაპირებები მივიღეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია”, _ აცხადებს ფეხბურთელები.