“ბოლნისის “სიონთან” თამაშის შემდეგ ერთიანად მივიღეთ გადაწყვეტილება და წამოვედით თბილისში, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისის “დინამოსთან” აღარ ვითაშებთ.
დიდი ხანია ხელფასი არ მიგვიღია და არც არავინ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ყველაფერს აქვს საზღვარი. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება და წამოვედით კლუბიდან,” _ უთხრა “გურიას” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა “გურია ნიუსს”.
“სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება და ახლა დაშლის საფრთხის ქვეშ დგას.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დაგვედო და დავდეთ კიდეც, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ დაპირებები მივიღეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია,” _ ეს განცხადება “გურიას” ფეხბურთელებმა სამი დღის წინ გააკეთეს.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, მათ ბოლნისის “სიონთან” ითამაშეს. რა მოხდება 4 დეკემბერს, თბილისის “დინამოსთან” თამაშის დღეს ამას დრო გვიჩვენებს.