აქციის მონაწილეები იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია.
უმრავლესობის დეპუტატის, ოლეგ ცარევის განცხადებით, საზოგადოებასთან დიალოგი უნდა გაიმართოს:
_ უკრაინის მომავალი წარმომიდგენია მჭიდრო ურთიერთობაში რუსეთთან და ასევე, ევროპასთანც. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით აუციელებელია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი გაიმართოს, _ განაცხადა აქციაზე ცარევმა.
ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული მიტინგი მიმდინარეობს ევროინტეგრაციის მომხრე, დაახლოებით 5000 უკრაინელი მივიდა, რომლებიც “რეგიონების” აქციის მონაწილეების გამოსვლებს შეძახილებით ხვდებიან.
აქციის მონაწილეებს შორის პოლიცის კორდონი დგას.