ვენეციის კომისიამ ცვლილებები დადებითად შეაფასა.
კერძოდ, სხდომაზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ეს არის დემოკრატიისა და კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მცდელობა, რაც მისასალმებელია.
ვენეციის კომისიიდან ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ჯეიმს ჰამილტონმა თავის გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ კანონში ცვლილებები მომავალშიც განხორციელდება და ის პრობლემებიც აღმოიფხვრება, რაზეც კომისია 2009 წლიდან მიუთითებდა.
ვენეციის კომისიის სხდომას პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ტანგიაშვილი ესწრებოდნენ.