“ეს მანქანა გურიის გუბერნატორისაა? და ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს? საერთოდაც, საინტერესო იქნება, კოლეგა ჟურნალისტებმა ეს ჩინოვნიკური მანქანები მოიკითხონ. დღეს ასეთმა ჩაბურულმინიანმა შავმა “ავტობუსმა” ლამის გადამიარა. დალოცვილებო, ექვსი შვილი გვყავს და სუბარუ ფორესტერში ვეტევით დედიან-მამიანად. ამხელა რა ალტერ ეგო გაქვთ, პრადოზე და კრუიზერ 200-ზე ნაკლებში რომ ვერ ეტევით? ნუ, ვთქვათ, იკადრეთ და ჩასხედით. კიდე, საგანგებო მაშუქებსაც აყენებთ და ზემოდანაც დამკივიხართ, რომ გზა დაგითმოთ? მინებს მაინც ნუ ჩაბურავთ, ბავშვებს დავანახებდი, რა ჯიშის ცხოველებთან აქვთ საქმე…”
გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძის თქმით, მანქანა, რომლითაც ის გადაადგილდება, მისი საკუთრებაა და ასეთი მანქანა მას ერთი არ ჰყავს. ფოტოზე აღბეჭდილი მანქანის ღირებულება კი დაახლოებით 70 000 ლარია.
გიორგი ჩხაიძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად გასული კვირის პარასკევს დანიშნა და ის მანამდე ბიზნესით იყო დაკავებული.