სხდომას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამის ნატო–ს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი. ასევე განისაზღვრა მომავალი წლის ეროვნული პროგრამის პრიორიტეტები და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო–ს სამიტზე საქართველოსთვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები.
როგორც ნატო–ს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტის განხილვისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შესრულებული წლიური სამოქმედო გეგმა ნატო-ს მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე კარგი გასული ხუთი წლის განმავლობაში.