“წინა ხელისფლებისთვის ის იყო გამორჩეული საჯარო მოხელე, რომელიც ორდენითაც დაჯილდოვდა, ხოლო დღეს როდესაც გამოძიებამ ეს მოხელე მიიყვანა წინა ხელისუფლბის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების კვალთან, უცებ ხდება ცვლილება, ეჭვი შედის მის განათლებასა და პროფესიონალიზმში, მორალში, აქედან გამომდინარე ეს აშკარად არის პოლიტიკური თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პროკურატურის სისტემაზე.”
ირაკლი ალასანია თვლის, რომ ფარცხალაძის წარსულთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას დამაჯერებელი პასუხები უნდა გასცეს.
“მაგრამ მთავრობა ვერ მოექცევა ოპოზიციის თავდასხმის ტყვეობაში, ვერ შეაჩერებს ყველა იმ საქმეს, რაც პროკურატურას მიყავს. აღელვების გარეშე უნდა შევისწავლოთ ეს ბრალდება და მივიღოთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება”, _ აღნიშნა ალასანიამ.