“არ ვეთანხმები იმას, რაც ეწერა საშობაო ეპისტოლეში. მეცნიერება და მედიცინა ვითარდება, სწორედ რომ ამ განვითარების და სხვადასხვა მიღწევებს შედეგია ასობით უშვილო ოჯახებში ახალი სიცოცხლის დაბადება, სწორედ რომ სუროგაციამ აჩუქა სიცოცხლე ბევრ პატარას და არ შეიძლება ისინი გამოვყოთ საზოგადოებისგან. ჩვენ არა ერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოების ნაწილს უმცირესობისადმი და ახლა თუ გვინდა ამ ბავშვებსაც დაღი დავასვათ, მაშინ უნდა გავარგძელოთ მსგავსი განცხადებების გაკეთება. ჩვენ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები უმცირესობის მიმართ. კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ეწერა საშობაო ეპისტოლეში”.
წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევაზეც და განაცხადა, რომ ეს პროცესი თავიდანვე პოლიტიზირებული პროცესი იყო. მისი თქმით, ყველაფერს უმრავლესობა წყვეტს.
“როგორც ჩანს ახლა თავად უმრავლესობას შორის არის რაღაც განსხვავებები და დაპირისპირება კანდიდატურებთან დაკავშირებით, რისი შედეგიცაა ის, რომ მხოლოდ ორი წევრი აირჩა და პროცესი იწელება. როდის და რა შედეგით დასრულდება მათი კამათი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი”.
უმცირესობის წარმომადგენელმა თავისი შეხედულება დააფიქსირა თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ არანაირ სეპარატიზმის გამღვივებელ წინაპირობას ამ კანონში ვერ ხედავს. წიკლაურის თქმით, ქვეყანაში სეპარატიზმს და დანაწევრებას უპასუხისმგებლო განცხადებები იწვევს და არა კანონი, რომელიც თვით სოფლების დონეზეც აძლევს მოსახლეობას მთავრობის არჩევის შესაძლებლობას.
“ერთდერთი, რასაც ვისურვებდი, ეს არის ის, რომ რადგან იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ვისურვებდი უფრო მეტი თანხა იყოს მიმართული რაიონებში, რათა არ იყვნენ დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე”.