https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მაპი”, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და დიდი პოლიტიკა

13:01; 17.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ასევე, თუ საქართველოს კვლავ უარს ეტყვიან MAP-ის მინიჭებაზე, როგორც ეს ოთხი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მოხდა, ეს “იმპულსს”“ მისცემს საქართველოში ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს.

“წევრობის სამოქმედო გეგმა – ეს ჯადოსნური სიტყვა “მაპი” ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“თუ პასუხი არის “არა” და “ახლა სიტუაცია შეიცვალა და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება უფრო ფართო რეგიონში და ამიტომაც ეს დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაშინ იყო მნიშვნელოვანი (2008 წელს) და არა ახლა, ზოგიერთი ახალი გარემოებების გამო” – ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეარყევს და ძირს გამოუთხრის”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალები საქართველოში – მმართველი კოალიცია ქართული ოცნება და ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პროდასავლურ კურსს ემხრობიან, 2014 წელი შესაფერისი დროა, რათა დასავლეთი დაეხმაროს საქართველოს ბოლო დროს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციაში ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და მეორე მხრივ, “მაპის” მინიჭებით.

მან გააფრთხილა, რომ ამის გაუკეთებლობა უბიძგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს წამოწიონ მოსაზრება: “ნატოში მისწრაფება რომ არა, საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა”. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები პოპულარული გახდება, მაგრამ ეს შესაძლოა იქცეს “ერთადერთ დარჩენილ არჩევნად, თუ ხალხი იგრძნობს, რომ სხვა ვარიანტი აღარ არსებობს”.

“ერთი ვარიანტია იარაღის ხელში აღება და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, რისი გაკეთებაც ჩვენ არ გვინდა; მეორე ვარიანტია, რომ გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი – ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ წარმატების აშკარა დემონსტრირებით და მესამე ვარიანტია მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში ან რუსულ იმპერიაში დაბრუნება; სხვა ვარიანტები არ არსებობს”, _ განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი “ძალიან მცირე პროგრესით” დასრულდება, ეს არასაკმარისი იქნება. “ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად”, _ განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე “მაპის” მიღება. “ეს უბრალოდ არ მუშაობს”, – განაცხადა მან.

უსუფაშვილმა, რომელიც 13-14 იანვარს ესტონეთს სტუმრობს, ეს საკითხი თავის ესტონელ კოლეგასთან ენე ერგმასთან შეხვედრაზეც წამოწია.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს სამიტის თემაც განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს ქვეყანა პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. მისი (უსუფაშვილი) განცხადებით, საქართველოს კონკრეტული შედეგის – “მაპის” მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს”.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აბსოლუტურად პრაგმატული და ლოგიკური განცხადება გააკეთა.

“გვინდა რომ ნატოსთან ურთიერთობაში შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ და მივიღოთ მაპი, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს”, _ განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია MAP-ის მიღება.

თუმცა, აბსოლუტურად სხვაგვარი დამოკიდებულება აღმოაჩნდა უსუფაშვილის განცხადების მიმართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. აღმოჩნდა, რომ მას ხსენებული განცხადება ნანახიც კი არ ჰქონდა.

“მე არ მომისმენია კონკრეტულად დათო უსუფაშვილის განცხადება. მე ვისურვებდი, რომ მე თვითონ მომესმინა რა კონტექსტში თქვა ეს.

არ ვიზიარებ მაგ შეფასებას, თუმცა ვიმეორებ, რომ მე უნდა ვნახო განცხადება და ძალიან მარტივია, დაველაპარაკები დათო უსუფაშვილს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის უცვლელი. ჩვენი კურსი არის ამ მიმართულებით უცვლელი – ევროინტეგრაციის და ნატოს მიმართულებით.

“მაპის” მიღება არ მიღების საკითხს რაც შეეხება, წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული. ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს. ჩვენი საგარეო ვექტორი არ იცვლება. თუ “მაპი” არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული, მაგრამ, თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა”, _ განაცხადა პრემიერმა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია “გურია ნიუსთნა” ამბობს, რომ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა სულაც არ არსებობდეს და აღნიშნული აცდენა მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამო იყოს. ანუ, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილმა გაახმოვანა ის მოსაზრება, რაც ბევრ სხვა პოლიტიკოსსაც აქვს, პრემიერმა ღარიბაშვილმა კი, რადგანაც ის ქვეყნის პირველი პირია, “პარლამენტის თავმჯდომარეს ცოტა შეუსწორა”.

“უსუფაშვილმა გააკეთა ის განცხადება, რომელსაც ძალიან ბევრი ფიქრობს და ფიქრობდა, უბრალოდ ვერავინ ამბობდა, თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე განცხადებას. ვფიქრობ, ამ განცხადებას ჰყავდა ადრესატი – ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც “გაუჯანჯლდათ” საქართველოსთან დაკავშირებული პროცესები. აქედან გამომდინარე, თუ სერიოზულ ანალიზს გავაკეთებთ, უსუფაშვილის განცხადება შეიძლება შემაშფოთებელი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ აქ მთავარი გზავნილი ისაა, რომ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდოს, კიდევ ერთხელ ყურადღებით განიხილონ საქართველოს საკითხი და დააჩქარონ “მაპის”  მიღება, რადგან ეს პროცესი მართლა გაიწელა.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან გეოპოლიტიკური კონტექსტი იცვლება რეგიონში. ევრაზიულ კავშირთან, რუსეთთნ, უკრაინასთან, სომხეთთან დაკავშირებით და შეიძლება ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ, მაგრამ ეს ზეგავლენას ახდენს და მოახდენს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაზე. სწორედ ეს გაახმოვანა უსუფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველი პირია ამიტომაც მან შეუსწორა ცოტა პარლამენტის თავმჯდომარეს და თქვა, რომ სასურველია “მაპის”, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ ეს არაა ტრაგედია და დასძინა, რომ არ სურთ ყალბი იმედები გაჩნდეს საზოგადოებაში. ვფიქრობ, ესეც სწორი პოზიციაა. უცხოელ დამკვირვებლებს შეიძლება მოსჩვენებოდათ, რომ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ეს ტაქტიკური საკითხებია ზოგადად სტატიკურ საკითხებში ემთხვევიან”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” კაკაჩია .

პოლიტოლოგი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ აუდიტორიაზე, რომლის წინაშეც პარლამენტის თავმჯდომარე ზემოთ ხსენებული განცხადებით წარსდგა და აღნიშნავს, რომ ეს არ იყო სამიტი და აქ მას შეეძლო მემტ-ნაკლებად გულახდილად ესაუბრა.

“სანამ შეფასებებს დავიწყებდეთ მნიშვნელოვანია ის კონტექსტი გავიგოთ, რა კონტექსტშიც ეს უსუფაშვილმა თქვა. ის გამოდიოდა ბალტიისპირეთში, ეს არ იყო ძალიან მაღალი დონის შეხვედრა, ეს არ იყო სამიტი და აქ მას შეეძლო მემტ-ნაკლებად გულახდილად ესაუბრა. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამით ამ განცხადების წონამ დაიკლო, რადგან არ აქვს აუდიტორიას მნიშვნელობა, მთავარია ვინ აკეთებს განცხადებას. ამ შემთხვევაში კი ეს ეკუთვნოდა საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” კაკაჩიამ.

ცნობისთვის, 2013 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა “მაპის” მიღება 2014 წელს ალიანსის მომდევნო სამიტზე.

ბუქარესტის სამიტის შემდეგ შეიქმნა ნატო–საქართველოს კომისია, რომელიც დღეს მთავარი მექანიზმია რომლის საშუალებითაც ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობა ხორციელდება.

ასევე 2008 წლის დეკემბერში ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme – ANP) დაინერგა – საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმების ნუსხა, რომელსაც ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს და შემდეგ მათ შესრულებას ნატო აფასებს.

საქართველოს ოფიციალური პირების და დასავლელი დიპლომატების თქმით, თავისი არსით ANP ფაქტიურად იგივე “დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა”.

თუმცა, როდესაც ნატომ საქართველოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მან ასევე განაცხადა, რომ “მაპი” კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მერაბიშვილის პასუხი პრემიერ-მინისტრს

ბიზნესმენებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა

ყველა სიახლე

სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025
სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025
საზოგადოება

ვინ იმღერებს და რა აქტივობებია დაგეგმილი დღეს ჩოხატაურში

11:24; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო