“გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ციხიდან ჩემი გატაცების მეორე და მესამე დღეს, ანუ შაბათს და კვირას, ჩემთან შესახვედრად საპატიმროში იმყოფებოდნენ ჩემი ადვოკატები და მე შემეძლო მათი საშუალებით გამესაჯაროვებინა ჩემზე ზეწოლის ფაქტი. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც შაბათს (14 დეკემბერს) და არც კვირას (15 დეკემბერს), მე საპატიმროში ჩემს ადვოკატებს არ შევხვედრივარ. უფრო მეტიც, პატიმრობის 8 თვის განმავლობაში, არც ერთ შაბათს ან კვირას მე საშუალება არ მქონია შევხვედროდი არც ჩემს ადვოკატებს და არც სხვა სტუმრებს, ვინაიდან დასვენების დღეებში სასჯელაღსრულების 9-ე დაწესებულებაში მნახველები არ დაიშვებიან. იმ შემთხვევაში, თუ მომავალში საპატიმროს ადმინისტრაცია გადახედავს ამ პრაქტიკას და საშუალებას მომცემს დასვენების დღეებშიც მივიღო სტუმრები, მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრემიერის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved