როგორც გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ გაგვიცხადა, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და მას ჟურნალისტები არ უნდა დასწრებოდნენ. მისი განცხადებით კომენტარს შეხვედრას დასრულების შემდეგ გააკეთებდა.
გიორგი ჩხაიძე: დღეს იყო ძალიან კარგი დღე, ბიზნესმენების თხოვნით გაკეთდა მოწვევა, მათ უნდოდათ გუბერნატორისაგან მოესმინათ ბიზნეს საქმინობის ხედვა. მე მოვისმინე, მათი პრობლემები და შეძლებსიდაგვარად ვეცდები ამ პრობლემების გადაჭრას. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება რაც შეიძლება უკეთესად წამოვწიოთ ეკონომიკა გურიაში.
ზურაბ გობრონიძე, ბიზნესმენი: ძალიან კმაყოფილი ვარ, იყო დადებითი შეხვედრა ნამდვილად, გუბერნატორმა გვერდში დგომა დაგვპირდა ბიზნესმენებს. ეს იყო შედეგის მომცემი შეხვედრა და არა პიარისთვის.