_ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარაგდება ალტერნატიული წყაროთი. ეს არის როგორც დენი, ასევე წყალი, ასევე ინტერნეტი, ასევე იყო გაზიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხებოდა კომუნალური გადასახადების გადახდა, რადგან ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. ბოლო წლების განმავლობაში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს სტრქუტურა იყო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. ამიტომ კომუნალურების გადახდა მათი ვალდებულება იყო და ეს მინისტრის მოადგილეს უნდა სცოდნოდა. ყველანაირ კომუნალურ გადასახადებს – ეს იქნება გაზი თუ შუქი, იხდის ის და თუ თავისი მთავრობის სსიპ-ს ადანაშაულებს, რომ არ იხდიდა გადასახადებს, ეს მეორე თემაა, – აღნიშნა ნადირაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved