_ ბატონო გოჩა, რა ხდება რატომ გააჩერეთ ოზურგეთისკენ მომავალი მანქანა?
_ მე არავინ არ გამიჩერებია.
_ აბა, აქ რატომ იმყოფებით?
_ დავინახე გაჩერებული მანქანა და მოვიკითხე რა ხდებოდა.
_ და რა ხდება?
_ წავედი ახლა, არ მცალია, – გვითხრა გოჩა ფერსაშვილმა.
სოფელ ნატანებში მცხოვრების ვასილ გობრონიძის თქმით, 12 დღე ეს ტრაილერი ქობულეთში იყო და არ მოხერხდა წვენების მიმღებ პუნქტში ციტრუსის მიღება.
“ალბათ, ყოველდღე დავდიოდი გამგეობაში და ვითხოვდი, რომ დახმარება გაეწიათ ჩვენთვის. ამ მანქანაზე 15 ოჯახის ციტრუსი არის და რა ვქნა, იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი. რადგან არავინ მოგვაქცია ყურადღება, ამის გამო ვაპირებდით ციტრუსის დაყრას გამგეობის წინ. ქობულეთში ყოფნის დროს კარგად ვხედავდი სხვადასხვა ადგილიდან ჩამოტანილ ციტრუსს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ეხმარებოდნენ მოსახლეობას, ოზურგეთიდან კი არავინ არ იყო. ხომ შეიძლებოდა, რომ ერთი ადამიანი გამოეყოთ ამ საქმისთვის და ასეთი შედეგის წინაშე არ დავდგებოდით,” _ გვითხრა ვასილ გობრონიძემ.
მერიაში ასევე იმყოფებოდა გურიის გუბერნატორის მოადგილე, მერაბ ჭანუყვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კოტე სარიშვილი.
სარიშვილის თქმით, სამწუხაროდ ოზურგეთს არ აქვს წვენების ჩაბარების პუნქტში კვოტა და აქედან გამომდინარე, დროულად ვერ ხერხდება ციტრუსით დატვირთული მანქანების დაცლა.
საბოლოოდ, ტრაილერი ოზურგეთის გამგეობასთან გაჩერდა. მოსახლეობა გამგეობისგან დახმარებას ელოდება.