“2010 წლის 20 ივნისის მერე, რაც თბილისის საკრებულოს წევრი გავხდი, ყოველ დღე დავაყენებდი თბილისის მთავრობის სახლში გაშვების საკითხს. უნდობლობა ჩემგან მათ მაშინაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ. ჩვენ დაგვჩემდა ნორმალური ამბებისგან სკანდალების კეთება. 9 წლიანი უძრაობის პერიოდის შემდეგ დადგა დრო, რომ ყველა მიეჩვიოს-რაცწერია კანონში უნდა შესრულდეს. რაც შეეხება თბილისის მთავრობის უნდობლობის საკითხს, დარწმუნებული იყავით ეს უნდობლობა არ დადგება მხოლოდ ანძის ჩაქრობის გამო. მისასალმებელია, რომ საკრებულოში დაიწყო მუშაობა სარევიზიო კომისიამ, რომელიც საკმაოდ ძლიერ ფაქტებს დადებს მერიისწინააღმდეგ, რაც თავისთავად წარმოქმნის უნდობლობას დედაქალაქის მთავრობის მიმართ”.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ის ორი წლის განმავლობაში იყო სარევიზიო კომისიის წევრი და ამბობს, რომ წინა წლებში ამ კომისიის შეკრება არასდროს მომხდარა.
უმრავლესობის წევრი მერის არჩევის ბარიერსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ “იქნება- არ იქნებას” მარჩიელობისას შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები დარჩეს ყურადღების მიღმა, ამიტომ არ არის საჭირო ამ საკითხზე გაუთავებელი დავა და ისტერია.
თინა ხიდაშელი შეეხო ფილიპ ლეფორის რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ლეფორი ხვალ ჩამოდის საქართველოში და საჭიროა დაველოდოთ მის ახსნას. ხიდაშელის თქმით ქართულ მედიას საშუალება ექნება ლეფორს დაუსვას და პასუხებიც თავად მისგან მოისმინოს საზოგადოებამ.