“მგონი, ნათია წკეპლაძე პუტჩის მოწყობას ლამობს სასამართლო სისტემაში. ვწუხვარ იმის გამო, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი ჩვეულებრივ ინსტრუმენტადაა გამოყენებული უნიჭო და ამბიციური პატარა ადამიანების მიერ და ელემენტარული ქცევის ნორმებიც კი აღარ ახსოვს და საქვეყნოდ იჭრის თავს და ავიწყდება, რომ უზენაესი სასამართლოს უმაღლესი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების ქმნა უნდა გააგრძელოს ხვალიდან.
ჩემდა საუბედუროდ, არ მეგონა თუ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ დიდი როლი ვითამაშე მის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესებაში.” _ წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა მე-10 კონფერენციაზე, მოსამართლეთა ნაწილის მიერ წარმოდგენილი იყო რეგლამენტის ცვლილების ალტერნატიული პროექტი, რომელმაც ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
ლტერნატიული პროექტის მომხრე უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კანონის ამგვარი განმარტება ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია.
“საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის ეს დღე არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან საქართველოს მოსამართლეები თვითონ აფუძნებენ სასამართლო ხელისუფლების წამმართველ ძალიან სერიოზულ ორგანოს, იუსტიციის საბჭოს. ჩვენი შენიშვნა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავავრცელეთ მე და ბატონმა თეიმურაზ თოდრიამ, რომ კანონის ამგვარი გაგება, თითქოს პარლამენტის მიერ დადგენილ კვოტაზე 3 ადგილზე შეუძლიათ კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს კენჭისყრა, უზღუდავს რიგით მოსამართლეებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ჩვენი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საწინააღმდეგო, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპზე, თანასწორობაზე ლაპარაკობს. გამოდის რომ მოსამართლეთა თანაბრობის პრინციპი, რომელიც ერთ-ერთი დიადი პრინციპია, უგულვებელყოფილი და იგნორირებულია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ ეს განმარტება გაიზიარა.” _ აცხადებს ნათია წკეპლაძე.