პროკურატურის განცხადებით, დადგენილია რომ შარდენ ბარში მყოფი მაღალჩინოსნებიდან სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება დათა ახალაიამ გასცა.
პროკურატურის განცხადებით, შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულში მონაწილეობა უმტკიცდება პოლიციის კიდევ 2 მაღალჩინოსანს, რომლებმაც დუმილის სანაცვლოდ ათეულ ათასობით დოლარი მიიღეს.
პროკურატურის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გასამართლებული პირები ციხეში სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგირებული მდგომარეობით, ხშირად მიდიოდნენ სახლებში, ცხადებოდნენ სამსახურებში.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ორი მათგანი, მათ შორის გია ალანია სასჯელის მოხდის პერიოდში დასასვენელად ანტალიაშიც კი იმყოფებიოდა.