საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების -თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის მეორე ტურის თარიღი დანიშნა.
თვითმმართველი ქალაქების _ თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების _ ახმეტის, ყვარელის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური 2014 წლის 12 ივლისს ჩატარდება.