ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის 15 ივნისს არჩეული საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულება გამოსცა. საკრებულოს პირველი სხდომები 14 ივლისს და 2 აგვისტოს გაიმართება.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით 2 აგვისტოს სხდომები ჩატარდება 4 ქალაქსა და 4 მუნიციპალიტეტში: თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი; ქ. მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქალაქ გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.
14 ივლისს გაიმართება გაიმართება ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩოხატაურსა და ლანჩხუთშიც.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმიც გააფორმა, რომლის თანახმად ამომრჩეველთა 50.82%, "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა; 22.48%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და 10.22% "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციამ".