საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე დავით მხეიძე თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.
ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
"გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და დავით მხეიძე ისევ თანამდებობაზეა", _ აცხადებენ პრესსამსახურში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით მხეიძე დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო გადააყენეს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გიგი უგულავას პროცესის დასრულების შემდეგ.