"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი, შოთა გოგიბერიძე "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატის, ივანე ტაბატაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
"მე სოციალური ქსელით ვნახე მისი განცხადება. მან დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ვანო ტაბატაძე ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ჩემი მეორე ტურში და მან ერთ-ერთმა ჩამოაყალიბა ჩემი მხარდამჭერი ჯგუფი.
ასე მოხდა, ეს არაფერი და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ პირველობისთვის ბრძოლა. ახლა ამ წუთას დანარჩენი მხარდამჭერები ჩემს ოფისში არიან და შეხვედრებისთვის ვემზადებით", – გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.