მომღერალი ჯორჯ მაიკლი, მსახიობი მაკლ კეინი, Arctic Monkeys–ის მუსიკოსები და მომღერალი ქეთი მელუა ჩართულნი იყვნენ სქემაში, რომლის მიზანიც 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის გადასახადების დამალვა იყო. აღნიშნულ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
საუბარია საგადასახადო სტრატეგია Liberty–ზე, რომლის ინვესტორთა საერთო რაოდენობა 1,6 ათას ადამიანს აჭარბებს და რომლის საიდუმლო მონაცემთა ბაზაზე წვდომაც გაზეთმა მიიღო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ბრიტანეთში მოქმედი, გადასახადებისგან თავის არიდების ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული სისტემაა. ქვეყნის საგადასახადო სამინისტრო 10 წელიწადზე მეტია, Liberty–ს მიმართ გამოძიებას აწარმოებს და მომავალი წლისთვის ამ სტრატეგიის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.