მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ტურში, ბრაზილიის დამარცხებას, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში არეულობა მოჰყვა.
აგრესია გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის შემდეგ გამოხატეს. ცეცხლი წაუკიდეს ქვეყნის დროშებს და გაძარცვეს მაღაზიები.
გააფთრებული ბრბოს წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია გერმანიასთნ ანგარიშით 7-1 დამარცხდა.