მსოფლიოში ცნობილი მთა ყანობილი, სადაც "საქართველოს ცის კარიბჭედ" წოდებული, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაა აშენებული, ვარსკვლავების ნახვის მსურველი ტურისტებისა და სტუმრებისთვის ფეხით მისასვლელად საკმაოდ სახიფათოა.
მთა ყანობილის, დაახლოებით, 5 კილომეტრი ჩაბნელებულია. არსად არ არის განათების ბოძი და დაცვის სამსახური.
რატომ არის მოუწესრიგებელი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასასვლელი გზა? _ "გურია ნიუსთან" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ მთა ყანობილის განათებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. მაგრამ, სახიფათოს ვერაფერს ხედავს, რადგან მთის ძირში, დაახლოებით, 700 მეტრის მოშორებით პოლიციის განყოფილებაა.
"გეთანხმებით, რომ ობსერვატორიის გზაზე განათება არ არის, მაგრამ მალე ტენდერი გამოცხადდება გზასა და განათებაზე. თუმცა, გზა რომ სახიფათოა ამაში ვერ დაგეთანხ"ებით. იქვე არის პოლიციის განყოფილება, ობსერვატორიის ასასვლელ გზაზე მაქსიმუმ 700 მეტრში“, _ აცხადებს გუბერნატორი.