https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შოთა გოგიბერიძე:” ნიჩაბს დავიკავებ ხელში და ავაშენებ პოლიკლინიკას მეთქი, არ მითქვამს…”

11:07; 10.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

უფასო ტანსაცმელი, უფასო პოლიკლინიკა, უფასო ტრანსპორტი, უპროცენტო სესხი 10 000 -დან 50 000 ლარის ფარგლებში და უფასო ფაკულტეტები _ ასეთია ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის შოთა გოგიბერიძის წინასაარჩევნო დაპირებები. როგორ აპირებს უფასო პროექტების განხორციელებას და ეყოფა თუ არა ოზურგეთის  მერიის დაახლოებით 7 მილიონიანი ბიუჯეტი ამ ჩამონათვალს?

შოთა გოგიბერიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი "პიროვნული ამ ამ პროგრამაში მხოლოდ უნივერსიტეტის თემაა".

ვის ეკუთვნის დანარჩენი დაპირებები და რამდენ წელზეა გათვლილი ის 7 პუნქტი, რომელსაც ოპოზიციონერი კანდიდატი ამომრჩეველს პირდება? ამ  კითხვებზე პასუხის გაცემა თავად შოთა გოგიბერიძეს ვთხოვეთ.

_ ბატონო შოთა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, თქვენ დატოვეთ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები და გადახვედით "პატრიოტთა ალიანსში". გადასვლისთანავე განაცხადეთ:  "ქართულ ოცნებას ჯერ უნდა ვუჩვენოთ ყვითელი და შემდეგ წითელი ბარათი."  ასეთი მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მერის თანამდებობა? ყვითელი ბარათი საკუთარ თავსაც ხომ არ უჩვენეთ, თქვენ ხომ ამ კოალიციის წევრი  ფორუმის ლიდერი იყავით ოზურგეთში?

_ მე მინდა გითხრათ, რომ კოალიციის მისამართით მანამდეც არაერთი კრიტიკული განცხადება მქონდა გაკეთებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაიწყო კოჰაბიტაციის პროცესი. მე მაშინ მოვაწყვე აქცია ოზურგეთში, სადაც ულტიმატუმით მივმართე მაჟორიტარ დეპუტატს, ქართულ ოცნებას და ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მოვუწოდე დაესრულებინათ ეს პროცესი. ამ განცხადებას მაშინ ბატონი ვახტანგ ხმალაძე და ქალბატონი მანანა კობახიძეც გამოეხმაურა და პოლიტიკურ ზეწოლად ჩათვალეს. ამაზე პასუხი მათ გავეცი და ამას დავარქვი არა პოლიტიკური ზეწოლა, არამედ პოლიტიკური კანონზომიერება.

_ აქცია, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, დაახლოებით ერთი წლის წინ მოაწყვეთ, თუმცა თქვენ მაინც რჩებოდით კოალიციის წევრად და აგრძელებდით მათი სახელით მოქმედებას…

_ დიახ, ვრჩებოდი კოალიციაში, როგორც ეროვნული ფორუმის ლიდერი, თუმცა მაშინ გავაკეთე კიდევ ერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების შესახებ და ეს ჩავთვალე არაკონსტიტუციურად. მე კრიტიკული განცხადებებისგან თავს არ ვიკავებდი…

_ როგორ ფიქრობთ, პარტიიდან პარტიაში გადასვლა რამდენად კარგი ჟესტია პოლიტიკოსისთვის?

_ და მე რომელი პარტიიდან რომელ პარტიაში გადავდივარ?

_ "ეროვნული ფორუმიდან"  "პატრიოტთა ალიანსში", მანამდე "ნაცმოძრაობის" წევრი იყავით…

_  მე "პატრიოტთა ალიანსის" წევრი არ ვარ, უბრალოდ კენჭს ვიყრი იქედან. "ნაცმოძრაობიდან კი 2008 წელს წამოვედი…

_ ამჟამად რომელი პარტიის წევრი ხართ?

_ ახლა არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, ფორუმიდან წამოვედი. ოფიციალური განცხადებით მივმართე ბატონ რევაზ შავიშვილს. მე უპარტიო გახლავართ, არავითარ პარტიიდან პარტიაში არ გადავრბივარ, მაგრამ პატრიოტთა ალიანსი იმსახურებს ჩემს კეთილგანწყობას. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პორტირება მოვახდინე "ნაციონალური მოძრაობიდან" "ოცნებაში ან პირიქით?

"ეროვნული ფორუმი" და "პატრიოტთა ალიანსი" ძალიან მსგავსი ორგანიზაციები არიან და მათი იდეოლოგიური საფუძვლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, კოალიციის აღვირით დაბმული ეროვნული ფორუმი გახდა აბსოლუტურად  ინერტული ყველა იმ პროცესის მიმართ, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში.

_ "კოალიციის აღვირით დაბმული ეროვნული ფორუმიო" განაცხადეთ და როგორ ფიქრობთ, გუბაზ სანიკიძეს, კახა შარტავას , რეზო შავიშვილს და ფორუმის სხვა ლიდერებს მოეწონებათ ეგ განცხადება? თუ არ ვცდები, თქვენზე გაცილებით დიდი ხანია, ისინი ეროვნული მოძრაობიდან მოდიან… თან, მათ ლიდერის პოსტი განდეს ოზურგეთში…

_ არა უშავს… მე ასე აღვიქვამ. ადგილობრივმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმაც მსგავსი განცხადება გააკეთეს და მიმართეს თავიანთი პარტიის ლიდერებს და საერთოდ დატოვეს პარტია. მარინე სუნგულიამ და ტიფო მიქატაძემ უარი თქვეს "რესპუბლიკელობაზე", იმ პარტიაზე, რომელშიც მთელი სული და გული ჩადეს…

_ ბატონო შოთა,  მე კარგად მახსოვს თქვენი და რესპუბლიკელების დიდი დაპირისპირებაც და პირადად თქვენი სპეციალური განცხადებაც, (შოთა გოგიბერიძე: "საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტნიორების საყურადღებოდ ვაცხადებ _ არაფერი გამიკეთებია და არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ ტიფო მიქატაძისა და მარინა სუნგულიას მსგავსად, ჩემი ოზურგეთელებისთვის ბოდიშები მქონდეს სახდელი. ვმოქმედებდი და ვიმოქმედებ ჩემი პოლიტიკური გაერთიანების შიდა პარტიული დისციპლინით, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. "გურია ნიუსი". ავტ) ახლა ერთად ხართ?

_  ჩვენ ეთიკის ნორმებს არ გადავსულვართ, ეს იყო უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ თემაზე…

ახლა მთავარი თემა ისაა, რომ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა, ყველაფერი დარჩა ისე, რასაც ვებრძოდით 2012 წელს და არანაირი ცვლილებები არ შესულა თუნდაც საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

_ სწორედ საარჩევნო სიებზე მინდა გკითხოთ, თქვენი სოციალური ქსელით, ასევე თქვენი მომხრეების მხრიდან, ბოლო პერიოდში ვრცელდება განცხადებები იმის შესახებ, რომ თქვენი ოპონენტს თბილისიდან ჩამოჰყავს ხალხი და მათ არეგისტრირებს ოზურგეთში ხმების მიღების მიზნით. ხომ არ გაგირკვევიათ, რამდენ ადამიანზეა საუბარი?

_ დიახ, გაჟღერდა ეს თემა და ჩვენ ახლა მაგ საკითხის შესწავლის ეტაპზე ვართ. არ არის ეს ღია ინფორმაცია, ადვილად მოსაპოვებელი. რეალობას ახლა ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ

_ თქვენ იურისტი ბრძანდებით და ალბათ გარკვეული გაქვთ, დაახლოებით რამდენი ადამიანი უნდა დარეგისტრირდეს, რაიმე ცვლილება რომ მოახდინოს სიებზე?

_ აბა ნახეთ, არჩევნებზე მოვიდა 7 500 ამომრჩეველი. 400- ზე მეტი ბიულეტენი გაბათილებული იყო. რამდენი პროცენტია ეგ?  ეს ხომ დაახლოებით 7 %-ია? ეს ხომ არის მნიშვნელოვანი რიცხვი? 600 – 700 ადამიანი თუ დარეგისტრირდა, ეს უკვე  რეალური საფრთხის ნიშანი იქნება.

_ ინფორმაცია ამომრჩეველთა დარეგისტრირების შესახებ საჯაროა.  მე დავინტერესდი აღნიშნული ინფორმაციით და ოფიციალური მონაცემებით 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით სულ 35 კაცია ოზურგეთში დარეგისტრირებული, მათგან საარჩევნო სიებში სულ 22 ამომრჩეველი მოხვდა. ეს რაიმეს შეცვლის?

_  გასაგებია, ესე იგი ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს და ეგ კარგია. მე ველოდებოდი ახლა ცოტა სხვა ინფორმაციას და დიდი მადლობა  რომ მომაწოდეთ ეგ ინფორმაცია. ჩვენ დაახლოებით 600 კაცი ვიანგარიშეთ და შევშინდით…

_ გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, რასაც წინასაარჩევნო დაპირებები ქვია. თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო ჩამონათვალი და მოსახლეობას უფასოდ სთავაზობთ უამრავ რამეს. მათ შორის უფასო ტრანსპორტს. რა კონკრეტული გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით და თუ გაქვთ დათვლილი, რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს?

_ თქვენ ალბათ პატრიოტთა ალიანსის მიერ გაჟღერებულ 5 პუნქტიან პროგრამაზე მეკითხებით. დავიწყოთ ეტაპობრივად. ამ პროგრამაში ჩადებულია არა მარტო თვითმმართველობის თემა, არამედ ზოგადად რას განახორციელებს ეს ახალშობილი პოლიტიკური პარტია შემდეგშიც, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს მიადგება ჯერი. აქ ჩადებულია ის პუნქტები, რისკენ ისწრაფვის პატრიოტთა ალიანსი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს არის 4-8 წლიანი პროგრამა, რომელიც წარადგინა ირმა ინაშვილმა დედაქალაქში და მისი პროპორციების შესაბამისად წარვადგინეთ ჩვენ რეგიონებში.

_ ანუ, პროგრამა, რომელიც თქვენ წარადგინეთ, გათვლილია საპარლამენტო არჩევნებსა და პატრიოტთა ალიანსის ხელისუფლებაში სავარაუდო მოსვლის პერსპექტივებზე?

_  ეს არის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგია. ასე ქვია ამ 5 პუნქტს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას ვთავაზობთ. ჩვენი პრიორიტეტია ზრუნვა ადამიანზე…

რა თქმა უნდა, იმას ჩვენ ვხვდებით, რომ რასაც პატრიოტთა ალიანსი დედაქალაქში სთავაზობს მოსახლეობას 800 მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში, ის ოზურგეთში ვერ განხორციელდება.

გადავიდეთ უფასო ტრანსპორტის თემაზე. აქ საუბარია არა საყოველთაო უფასო ტრანსპორტზე, არამედ შიდასაქალაქო ერთ მწვანე ავტობუსზე, რომელზეც გასმული ერთი მწვანე ხაზი დააფიქსირებს, რომ ეს ერთი ავტობუსი ქალაქის ყველა მიმართულებით დღეში ორჯერ ივლის უფასოდ სწორედ იმ ადამიანთა გადასაადგილებლად, რომლებსაც 50 თეთრიც კი არ აქვთ.

_ უფასო პოლიკლინიკას და უფასო მუნიციპალურ ჰოსპიტალს  პირდებით ამომრჩეველს და დაანგარიშებული გაქვთ, რა დაჯდება ეს პროექტი? როგორც ექსპერტები ამბობენ, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული…

_ დიახ, დიახ… თქვენ ვერ ნახავთ ჩემს პროგრამაში მსგავს განცხადებას. ეს არის შემდეგი ტექსტით, რომ ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე…

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენს პროგრამაში პირდაპირ წერია: "ოზურგეთში ამოქმედდება უფასო პოლიკლინიკა და უფასო მუნიციპალური ჰოსპიტალი.

_ ირმა ინაშვილის პროგრამაში პირდაპირ წერია 25 უფასო პოლიკლინიკა და 2 ჰოსპიტალი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან სადაზღვევო კომპანიების პირობებში ადამიანებს უჭირთ მომსახურების მიღება. მე ჩემს ინტერვიუებში ამაზე  ვსაუბრობ.

_ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ისედაც ძალიან ბევრ უფასო სერვისს იღებენ ადამიანები.

_ კი, ეგ ძალიან კარგია, ბრწყინვალეა, რადგან ოჯახს აღარ გაყიდის ადამიანი. მე განა არ ვიცი, რომ ძნელია ამის გაკეთება და გათანაბრებული ტრანსფერის ხარჯებით გაწეული ბიუჯეტი ამხელა ხარჯებს ვერ გასწევს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ ამას.

_ ბატონო შოთა, ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროგრამა, რომლითაც  თქვენ  იმოქმედებთ მერად გახდომის დღიდანვე და თქვენ  როდისთვის პირდებით ამომრჩეველს უფასო პოლიკლინიკას და ჰოსპიტალს,  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ მერად გახდომის შემთხვევაში?

_ კი, ბატონო, ჩვენ ყველა პუნქტის შესრულებაზე ვიმუშავებთ. ჩვენ არ ვპირდებით ამომრჩეველს უფასო პოლიკლინიკას, ჩვენ ვეუბნებით, რომ ვიმუშავებთ ამაზე და ვიფიქრებთ, როგორ მოვიძიოთ სახსრები. თორემ გავხდები ახლა მერი და ნიჩაბს დავიკავებ ხელში და ავაშენებ პოლიკლინიკას მეთქი, არ მითქვამს.

_ "მცირე და მიკრო ბიზნესის დაწყებას შეძლებს ათეულობით ოჯახი, ყოველწლიურად მიიღებს დაახლოებით 10 000 -იდან  50 000 ლარის ოდენობით ყოველგვარი გირაოს, პროცენტის და ქონებრივი პასუხისმგებლობის გარეშე" – ესეც თქვენი დაპირებაა. როგორ აპირებთ ამის განხორციელებას? ექსპერტები აცხადებენ, რომ პრაქტიკაში ამის განხორციელება წარმოუდგენელია.

_ საუბარია 10-დან 50 000 მდე ფარგლებში. ამ 50 000 -ის ფრიალი ვიღაცას აწყობს, მაგრამ არ აწყობს რეალობას. რეალობა არის სხვანაირი. ჩვენ ვამბობთ, რომ საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში თუკი მოვახსენებთ ქალაქის საკრებულოს დარწმუნებას იმაში, რომ აღარ დარიგდეს პრემიები და აღარ იმოძრაონ ჯიპებით თანამდებობის პირებმა, თუ გამოინახება სხვა თავისუფალი რესურსები ბიუჯეტის 7-8 % -ის ფარგლებში, შევქმნათ ფონდი და ქალაქის მერიამ პარტნიორობის პრინციპებით კომერციულ სტრუქტურებთან ითანამშრომლოს. ეს ჩადებულია თვითმმართველობის შესახებ კანონში. მოვარგოთ ამ კანონს ეს თანხა და დავაფინანსოთ მცირე და მიკრო ბიზნესი.

_ ფიქრობთ, რომელიმე კომერციული სტრუქტურა დათანხმდება ყოველგვარი გარანტიის გარეშე თანხა გასცეს?

_ ამას კომერციული სტრუქტურა კი არა, მერია გააკეთებს, რომელიც ითანამშრომლებს ამ სტრუქტურებთან.  ეს ადამიანები, რომლებიც კრედიტს აიღებენ, უკვე კომერციული საქმიანობთ დაკავდებიან.

_ ანუ, ეს მაინც სესხი იქნება?

_ კი, ეგ იქნება სესხი, ოღონდ უპროცენტო, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს 4 ან 8 წლის განმავლობაში, გააჩნია თანხის მოცულობას.  50 000 ლარი თბილისზე ორიენტირებული თანხაა, თორემ ოზურგეთში სხვა პროპორციები იქნება.

_ და რომ ვერ გადაიხადონ ეს სესხი, მერია დაფარავს?

_ ადამიანმა ეს უნდა გადაიხადოს აუცილებლად. გეთანხმებით რისკები არის, ამიტომ მიყვება ამ ადამიანს ეს ეკონომისტი და ფინანსისტი.

– უფასო ფაკულტეტებს რაც შეეხება, როგორ აპირებთ მათ გახსნას?

_ აი, ეგ უკვე ჩემი იდეაა. ანასეულში ძალიან კარგი კვლევითი ბაზა გვაქვს და მინდა იმ ბაზის საფუძველზე გაკეთდეს უფასო ფაკულტეტები და ოზურგეთი იქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად. უნივერსიტეტში ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობა მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს იდეა განვახორციელო.

_ მაგ საკითხის გადაჭრა განათლების სამინისტროს პრეროგატივაში არ შედის?

_ რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს კომპეტენციაში შედის, თუმცა უნივერსიტეტი ცალკე  ერთეული გახლავთ ამ საგანმანათლებლო სისტემაში. ამიტომ, თუ ქალაქიდან ამის აქტივობა იქნება, სურვილის და რესურსის შემთხვევაში, ეს შესაძლებელი გახდება. გურულებს აქვთ დაუოკებელი სწრაფვა განათლებისკენ, ამიტომ ეს არის ბრწყინვალე იდეა და ამაზე უნდა იფიქროს ქალაქის საზოგადოებამ და მერიამ.

_ მართლა ეუბნებიან თქვენი მხარდამჭერები ამომრჩევლებს, რომ თქვენ და "პატრიოტთა ალიანსს" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს?

_ ჩემზე ამბობენ მაგს?

_ დიახ, ამბობენ, რომ ასეთ ხმებს ავრცელებთ…

_ რა მეტყობა მე დაფინანსებულის? მთელი ოზურგეთი ღადაობს, შურდულით ებრძვის გოლიათსო…

_ უფასო ტანსაცმლის დარიგების საკითხის მოგვარებას როგორ აპირებთ? მერიაში მოიტანენ დააწყობენ და შემდეგ   ადამიანებს  მერიიდან დაურიგდებათ თუ რაიმე სხვა პუნქტი გაიხსნება?

_ უფასო ტანსაცმელიო რომ ვამბობ, კვდებიან სიცილით. ამასწინათ მომაკითხა ოფისში ერთი ზორბა ტანის კაცმა და მითხრა,  უფასო ტანსაცმლიზა მევედი ძამაო… მე ვუთხარი, ახლა ჩვენ შევიმუშავებთ სტანდარტებს და იმ სტანდარტებში თუ ჩაჯდები, კი მეთქი.

რა ხდება იცით?  მეორადი ტანსაცმლის მოხმარებამ ძალიან ბევრი დერმატოლოგიური და კანის პრობლემები გააჩინა. ბევრ მათგანს ახლაც ვერ მკურნალობენ, ზოგს ფსორიაზი გაუჩნდა და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ პატარა სამკერვალო, სადაც ახალი ნაჭრისგან ახალ, ნორმალურ ტანისამოსს შევუკერავთ .

_ ეს თანხაც მერიის ბიუჯეტიდან  წავა?

_ რა თქმა უნდა.

_ რამდენ უფასო პროგრამას შეიძლება ეყოს მერიის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონზეა საუბარი?

_  არაფერი ეს პრობლემური არ იქნება. თუკი დაკვეთას მისცემს ქალაქის მერია და ის ორი მკერავიც შემოსავალს მიიღებს, ამით კიდევ ორი ოჯახი გადარჩება.

_ ბიუჯეტი ტრანსფერზეა მიბმული და როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო მხოლოდ ოზურგეთისთვის განახორციელებს ამ უფასო პროგრამებს? დისკრიმინაციული პრინციპით მიუდგება საკითხს?

_ არავითარი დისკრიმინაცია!  "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი სადაც გაიმარჯვებს, მთელი პოლიტიკური გუნდი პარლამენტისა და მთავრობის წინაშე დაიწყებს ზონდირებას იმ თემის, რომ ეს ამ რაიონებში აუცილებლად განხორციელდეს.  ჩემი პიროვნული ამ პროგრამაში მხოლოდ უნივერსიტეტის თემაა, რომელსაც ვიძახი, რომ საზოგადოებასთან ერთად მზაობის შემთხვევაში განვახორციელებთ. 

_ ძალიან ბევრს საუბრობთ სოციალურად დაუცველ ფენაზე. რამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს ოზურგეთში, ანუ თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში რამდენი ოჯახი მიიღებს უფასო ტანსაცმელს, უფასო ტრანსპორტს და სხვა უფასო მომსახურებას, რასაც თქვენ პირდებით?

_ ვაიმე, ეგ ძალიან უბედური თემაა… და თქვენ სოციალურმა სამსახურმა არ მოგცათ ინფორმაცია?

_ მე მომცა ინფორმაცია სოციალურმა სამსახურმა, უბრალოდ მაინტერესებს მერობის კანდიდატმა თუ იცის, რამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს ოზურგეთში და რამდენ ადამიანს პირდებით დახმარებას.

_  მე ამას პროცესში, როცა ადამიანი მეტყვის ვერ ვიღებ დახმარებასო, მაშინ გავიგებ. მე არ ვცემ პატივს  სოციალური  სამსახურის მიერ შედგენილ ქულათა სისტემას.

_ განაცხადეთ, რომ საარჩევნო დაპირებებიდან თქვენი პირადი უფასო ფაკულტეტებია, ხომ არ ჯობდა, ოზურგეთელებისთვის ოზურგეთზე მორგებული და გათვლილი პროგრამა წარგედგინათ და არა "პატრიოტთა ალიანსის" სამოქმედო გეგმა?

_ 50 000 -ის გაცემაზე რეგიონის პირობებში საერთოდ არ არის ლაპარაკი, ეს იყო თბილისზე გათვლილი, მაგრამ ჩვენ წავედით ამ უხერხულობაზე. ოზურგეთში საუბარია 10 000 -იან სესხებზე… ანუ მეკითხებით დიფერენცირება რატომ არ მოხდა? რადგან ეს პოლიტიკური პროგრამა და ხედვაა, ჩვენ ყველამ ამ პროგრამის პოპულარიზაციაზე ვიმუშავეთ. ეს იყო პოლიტიკური სოლიდარობა "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის ახალი გადაცემის პროდიუსერი

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, დევნილებს "ნაციონალური მოძრაობის" დემონტაჟისკენ მოუწოდებს

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო