საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა.
როგორც სოზარ სუბარმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, წინა არჩევნებზე სწორედ ბახტრიონის 26-ში მდებარე მე-12 უბანზე მისცა ხმა, თუმცა ამჟამად სიაში არ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ადგილი აქვს გაუგებრობას, უკვე დარეკილია იუსტიციის სამინისტროში და მიმდინარებს ვითარებაში გარკვევა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამჟამადაც ადგილზე იმყოფება და თუმცა, რამდენად მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ჯერ არ იცის.