რუსთავში N79-ე საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებს, "თავისუფალი ზონის" ოპერატორსა და ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თვითმხილველების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სიტუაცია ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ განიმუხტა.
აღნიშნულ ინციდენტს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, 79-ე უბანზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო იმყოფება.