საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუკი ეს თვითმკვლელობაა, რომელზეც საუბრობენ. ამ წუთში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველას მოვუწოდებ, წინასწარი სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს იმიტომ, რომ ყველა დაინტერესებულია ჭეშმარიტება დადგინდეს, მიზეზებთან დაკავშირებით. მგონი, ზომიერება არ გვაწყენდა, როცა ადამიანის სიკვდილის მიზეზებთან გვაქვს საქმე", _ აცხადებს წულუკიანი.






































































