ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.
"ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას", _ ნათქვამია კიწმარიშვილის ოჯახის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გუშინ, 15 ივლისს საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 115-ე მუხლით ( თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.