ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთწლიან კულტურებზე სიმინდის მავნებლები გამოჩნდა.
"გურია ნიუსთან" საუბრის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ცინცაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია და მოსახლეობას ურჩევს მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
"ჯერჯერობით პრობლემა არ არის. არის ნიშნები და უკვე მოხდა მოსახლეობის გაფრთხილება, რომ მიაქციონ ყურადღება, რადგან სისტემატური შემოწმებები არის საჭირო. თუ გაძლიერდა იმ შემთხვევაში უნდა წამლობა. მივუთითეთ მოსახლეობას თუ რომელი პრეპარატები უნდა შეიძინონ და გამგეობა დაეხმარება სოლო აპარატებით. ამ ეტაპზე წამლობა არ დაწყებულა", _ გვითხრა ნუგზარ ცინცაძემ.
გამგეობის სპეციალისტ პაატა ურუშაძის ხელმძღვანელობით შექმნილია ჯგუფი, რომელიც დაკვირვებას ახდენს. მასთან ერთად საყანე ფართობებში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტი ოლივერ გოგუაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურის სპეციალისტები გელა ზენაიშვილი და ალეკო ასკურავა იმყოფება .