საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ კოპაძემ თანამდებობა შეინარჩუნა. იგი ყოფილი მინისტრის, ხათუნა გოგოლაძის მოადგილედ, 2014 წლის თებერვალში დაინიშნა.
"საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" მიერ მომზადებული საბუთებით, მინისტრის მოადგილის წილი საკუთრების ინტერესების ჩამონათვალში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ კოპაძე შპს "ბარამბო"-ში 20.00%-ნი წილის მფლობელია. შპს "თბილისი მზიური"-ს 20% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს "იკა 2009” 60.00% -ან წილს ფლობს. შპს "ტრანსპორტერი” 100.00%-ს მეწილეა. შპს "ბერტა რუსთავი” 67.00%; შპს "ბერტა კახეთი” 34.00%; შპს "ბერტა რუსთავი” 67.00% წილის მფლობელია.
2013 წლის 29 მარტის ამონაწერით ირკვევა, რომ ზურაბ კოპაძე საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი და გამგეობის წევრია.
ზურაბ კოპაძე შპს "ნატახტარი 2005"-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. რომლის წლიურმა ანაზღაურებამ 142 500 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ წინა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში, მაღალჩინოსნები თითქმის, ყველა ზემოთ დასახელებული კომპანიების ლობისტებად მოიაზრებოდნენ.
2014 წლის 13 მარტს თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციით ზურაბ კოპაძეს თბილისში ორ ბინა აქვს, რომელიც ჭავჭავაძის გამზ. № 49 ბ. ბინა 70-ში მდებარეობს. ფართობი – 156000,00 კვ. მ; სადაც 100% წილის მფლობელია. მინისტრის მოადგილე იგივე მისამართზე, ჭავჭავაზის გამზ. № 49 ბ, ბინა 20-ის მფლობელია, რომელის ფართობი – 98000.00 კვ.მ. აქაც 100% წილის მფლობელია.
აღნიშნულ მისამართზე, ზურაბ კოპაძე 3 ავტოფარეხს ფლობს. აქაც 100 % წილის მფლობელია თოთოეული "გარაჟის" ფართობი კი 15.00 კვ.მ,
კოპაძეს ორი მსუბუქი ავტომანქანა 2009 წელს გამოშვებული MERSEDES-BENC C-300 და 2005 წელს გამოშვებული HAMERI H3 მფლობელია.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილის მეუღლე, ნინო ასათიანი 2004 წლის გამოშვებული MERSEDES-BENC CEELKA 500 მფლობელია.
ზურაბ კოპაძესა და ნინო ასათიანს ორი შვილი ყავთ.