ამ წუთებში, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს პოლიციაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა, ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
ასკურავა აცხადებს, რომ თუ მას დააკავებენ, მედიასთან კომენტარს მისი ადვოკატი გააკეთებს.
"პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ესაა პოლიტიკური დევნა, რომელიც დაიწყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ და ამით უნდათ, რომ კახა ასკურავა განარიდონ საკრებულოს. ეს არ მოხდება, რადგან მე სისხლის დაღვრამდე ვიბრძოლებ და არ დავთმობ ამ მანდატს. მე ამირჩია ხალხმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხმა აუცილებლად იქნება ლანჩხუთის საკრებულოში", _ თქვა შენობაში შესვლამდე ასკურავამ.