"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელად, ეკატერინე მგელაძე ინიშნება.
ეკატერინე მგელაძე ბოლო დროს "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის (ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის) მერაბ ჭანუყვაძის პრესსამსახური იყო.
ეკატერინე მგელაძე მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო "ფაქტში", საპატრიარქოს რადიოში, გაზეთ "გურია ნიუსში", "გურიის დროში" და რადიო "იმედში". ასევე, ის მუშაობდა #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მასთან ერთად განყოფილებაში იმუშავებს ნენსი კიკვაძე.