რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, "ევროპის მოედანზე", ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების ინიციატივით, საქართველო უკრაინის მსოფლიო მხარდამჭერ მოძრაობას შეუერთდება და აქცია ჩაატარა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციაზე მოიტანეს უკრაინის დროშის ფერებში მორთული ტორტი, წარწერით "PUTIN HUILO", რომელიც იქვე დაჭრეს და აქციის მონაწილეებმა მიირთვეს.
"პროტესტის მიზანია ის, რასაც დღეს რუსეთის პოლიტიკა ატარებს უკრაინასთან მიმართებაში. პრაქტიკულად ანაწევრებს უკრაინას და მიზნად აქვს ფედერალიზაცია, რომელიც საქართველომ უკვე გაიარა თავის დროზე, საბჭოეთის პერიოდში. ავტონომიების შექმნის სახით. რა შედეგი მივიღეთ საქართველოში ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია. იგივე პოლიტიკის გატარებას აპირებს უკრაინაში", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დამოუკიდებელი ექსპერტი, გოჩა გვარამია.