გუშინ, რუსულმა სპორტულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ორი თვის შემდეგ დიდია ალბათობა რომ კასტალონიურმა "ბარსელონამ" ესპანეთის საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობა შეწყვიტოს.
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიაში სპეციალური რეფერენდუმი გაიმართება. ამ რეგიონის მოსახლეობა გადაწყვეტს, სურს დამოუკიდებლობა თუ განვითარებას, სრულიად ესპანეთთან ერთად განაგრძობს.
ანალოგიური გამოკითხვა ცოტა ხნის წინ შოტლანდიაშიც ჩატარდა, სადაც ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გაილაშქრა.
შოტლანდიისგან განსხვავებით კატალონიაში სრულიად საწინააღმდეგო სურათი იკვეთება.
ევროპელი და ესპანელი პოლიტიკური მიმომხილველების მტკიცებით, 9 ნოემბერს, სრულიად კატალონიის მოსახლეობა ესპანეთიდან გამოყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ შემთხვევაში დღის წესრიგში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" ასპარეზობის კანონზომიერება დადგება.
გუშინ ესპანეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ქსავიერ ტებასმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თუ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიის რეგიონი დამოუკიდებლობის რთულ გზას აირჩევს, "ბარსელონა" და "ესპანიოლი" პრიმერა დივიზიონში ვეღარ იასპარეზებენ და ორივე ამ გუნდს საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გადანაცვლება მოუწევს.