საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გუნგორ გალაპი, მუზაფფერ აქჩაი და საბან ადალი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ქ. თბილისში გულიასა და აღმაშენებლის ქუჩებზე, სათამაშო ბიზნესისათვის განკუთვნილი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რეგულარულად ახდენდნენ სხვადასხვა აზარტული თამაშების მოწყობას, რაშიც მოთამაშეებისაგან ანაზღაურების სახით იღებდნენ დადებული ფსონის 10%-ს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.