https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიის გუბერნატორის დაანონსებული შენობა _ შეთანხმების, ფართის და თანხის გარეშე

9:11; 3.11.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ოზურგეთში, გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის მიერ დაანონსებული თემა იქცა _ გუბერნიის ახალი შენობის კულტურისა და დასვენების პარკში  ჩადგმის იდეა …

"გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციისთვის ცალკე შენობა აშენდება:

_ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გუბერნიისთვის აშენდეს ცალკე ადმინისტრაციული შენობა და იქ გადავიდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დეტალები ზუსტდება.  აქვე გეტყვით იმასაც, რომ შენობა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, _ გვითხრა გუბერნატორმა.

უკვე ცნობილია შენობის  დიზაინი, რომელიც "გურია ნიუსს" ექსკლუზიურად მიაწოდეს. გუბერნატორის  ინფორმაციით მშენებლობა  2015 წლისთვის უნდა დასრულდეს." _ ეს ინფორმაცია პირველად სწორედ ჩვენი სააგენტოს საშუალებით გავრცელდა.  მოგვიანებით, გუბერნატორის მიერ  დაანონსებული შენობის ადგილი და მაკეტი  სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებებითაც გავრცელდა.

თუმცა, გუბერნატორის იდეა, მასში ჩადებული  "ბონუსის" მიუხედავად, რომ  პარკს ამ პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებოდა, ოზურგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არგუმენტი სულაც არ აღმოჩნდა. ისინი პარკის ტერიტორიის თუნდაც გარკვეული ნაწილის გამოყოფას ადმინისტრაციული შენობისთვის აბსოლუტურად გაუმართლებლად მიიჩნევენ.

"გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა და ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და მერია ერთ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. ფართის სიმცირის გამო იგეგმება გურიის სამხარეო ადმინისტრაციისთვის ახალი შენობის აშენება. ოფიციალური ინფორმაციით, შენობა კულტურისა და დასვენების პარკში 1600მ2 ფართობზე უნდა განთავსდეს. ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ბავშვთა გასართობი პარკია.

კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბაღია, რომელიც 1930-იან წლებში გაშენდა და მასში მრავალწლიანი ნარგავებია დაცული. პარკის ტერიტორია შემცირდა 1957 წელს ლენინის ძეგლისა და მოედნის მოწყობის გამო." _ ამ შინაარსის განცხადება-ანონსით გამოეხმაურა  რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი  გიორგი ჩხაიძის ინიციატივას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს 13:00 საათზე სწორედ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით იმართება საჯარო დისკუსია გუბერნიის ახალი შენობის შესახებ.
დისკუსიის მიზანია განიხილოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროება,  დაფინანსების წყაროები  და  პარკის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზანშეწონილობა.

"გურია ნიუსი" ამ კითხვებით რამდენიმე ხნით ადრე დაინტერესდა. საკითხის გარკვევა ყველა იმ მხარესთან ვცადეთ, რომელიც ამ პროცესში წესითა და რიგით ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ.

ვინაიდან გუბერნიის ახალი შენობის აშენება კულტურისა და დასვენების პარკში დაანონსდა, პირველ რიგში კითხვებით მივმართეთ მერიას, მოხდა თუ არა აღნიშნული საკითხის განხილვა მათთან. მოგეხსენებათ, რომ  აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

 როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხიდან ირკვევა, გუბერნიის მხრიდან მათთან არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია:

1.აღნიშნული საკითხის არამცთუ განხილულა, საქმის კურსშიც კი არ გახლდათ ქალაქის მერია.
2.არანაირი სახის კორესპოდენცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მერიასა და გუბერნიას შორის არ არსებობს.
3. ის რომ გუბერნიისთვის შენობა შენდება პარკის ტერიტორიაზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა გადაცემიდან "ექსკლუზივი", სადაც გუბერნატორი საუბრობდა ამ თემის შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, სადაც განთავსებულია ა(ა)ი.პ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი".
4. თუ რა თანხა იქნა გამოყოფილი და საიდან, ამის შესახებ მერია მითუმეტეს არ გახლავთ საქმის კურსში.

რადგან გარკვეულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსებს, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია მათთანაც გადაგვემოწმებინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო:

მინისტრის მრჩევლის მაია გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული შენობა არავითარ შეხებაში არ არის რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მსგავსი სახის პროექტი მათთან არც შესულა და არც განხილულა. შესაბამისად, არც მაკეტის და არც დაფინანსების წყაროების შესახებ არაფერი იციან. "რადგან გუბერნატორის ინსტიტუტი უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში შედის, სავარაუდოდ, მთავრობის კანცელარია უნდა იყოს საქმის კურსში" _ გაგვიცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მთავრობის კანცელარია

ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაშიც გადავამოწმეთ. კანცელარიის განმარტებით, აცხადებენ, რომ გუბერნიის შენობასთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არ არიან და შესაბამისად არც დაფინანსების წყაროების შესახებ იციან რამე.

სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაცია

"გურია ნიუსმა" კითხვებით გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა.

კითხვაზე, თუ ვის ბალანსზე იყო ტერიტორია, რომელზედაც გუბერნია თავისთვის ახალი შენობის აშენებას აპირებდა და მიღებული ჰქონდათ თუ არა მისი გამოყენების შესახებ თანხმობა, ასეთი პასუხი მივიღეთ.

სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაცია:  "როგორც თქვენი შეკითხვიდან ირკვევა,  პარკის მიმდებარე ტერიტორია დასახელდა გუბერნატორის ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად. საკითხი განხილვის პროცესშია, შესაბამისად, შეთანხმებას აღნიშნული ტერიტორიის გამოყენების შესახებ ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის ბალანსზეა პარკის ტერიტორია, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრს ან მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია  ოფიციალურ ვებგვერდზე www. napr. gov.ge"

 (აღნიშნული ვებგვერდი გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიგვითითა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. ავტ)

რაც შეეხება ჩვენს მეორე კითხვას:  _  რა თანხა იქნა გამოყოფილი მთლიანად აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად და ვინ გამოყო ეს თანხა?

გუბერნატორის ადმინისტრაცია:  "რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ვინაიდან საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია, პროექტი მზად არ არის, შესაბამისად თანხის გამოყოფასაც ადგილი არ ჰქონია."

მესამე კითხვა :  ვისი ან რომელი სამსახურის მიერ დამზადდა  თქვენს მიერ წარმოდგენილი მაკეტი და საიდან იქნა თანხა გამოყოფილი?

გუბერნატორის ადმინისტრაცია: შენობის მაკეტი არ არსებობს, მედიის საშუალებით გავრცელებული შენობის ზოგადი მონახაზი შეიქმნა ერთ-ერთი დიზაინერის მიერ და ჯერ არაა გადაწყვეტილი, თუ რა ფორმის იქნება საბოლოოდ დაპროექტებული შენობა.

როგორც თავად გუბერნატორის ადმინისტრაციის პასუხებიდან ირკვევა, რეალურად და ოფიციალურად არც მაკეტი არსებობს, არც თანხაა გამოყოფილი და არც შეთანხმება მომხდარა ვინმესთან ამასთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე, სანამ ჩვენ ამ წერილით მივმართავდით გუბერნატორის ადმინისტრაციას, მათი მხრიდან საკმაოდ კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგალითად შენობის ფართად, 1600 კვადრატული, დასრულების წლად 2015 წელი და ასე შემდეგ…

ვის ჭირდება რეალურად ახალი შენობა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ მუნიციპალიტეტის მერიასა და გამგეობაში ამის შესახებ  სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს, თუმცა უხეშად რომ ვთქვათ, გუბერნიასთან შედარებით ხუთჯერ მეტი თანამშრომელი გამგეობას ჰყავს და დაახლოებით სამჯერ მეტი მერიას.

უფრო დეტალურად ამ თემებზე "გურია ნიუსი" გადაცემა "კვირის თემაში ისაუბრებს, ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღევანდელი საჯარო დისკუსიის შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც ოზურგეთის მოსახლეობა მიწვეულ სტუმრებთან ერთად საკუთარ აზრს დააფიქსირებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ბახმაროს" ეფექტური და შედეგიანი გამარჯვება

ისევ სტიქია, ისევ დიდი ზარალი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო