"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე ჩოხატაურიდან 15-მდე ადამიანი გაემგზავრა:
_ ჩემთან ერთად 10 ადამიანი იმყოფება. ქალბატონი მანანა მინდაძე, რომელიც ჩვენი პარტიული სიის პირველი ნომერია, როგორც ვიცი ოთხ ადამიანთან ერთად ცალკე მოდის, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ სიხარულიძემ. მისივე თქმით, მასთან ერთად არ იმყოფებიან თანამდებობაზე მყოფი "თავისუფალი დემოკრატების" წევრები.
როგორც გავარკვიეთ ყრილობაზე არ წავიდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი გელა ლომინეიშვილი:
_ მე ვრჩები ჩემი მეგობრების გვერდით. პარტიის დატოვების შესახებ ჯერ განცხადება არ დამიწერია, საბოლოო გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩამოვყალიბდები სრულად, ბოლომდე და გეტყვით, _ გვითხრა ლომინეიშვილმა.
_ ბატონო გელა, სრულად როდის ჩამოყალიბდებით?
_ ჩამოყალიბება ისაა, რომ მე ვარ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის და გამგებლის, ირაკლი კუჭავას გვერდით. ესაა ძირითადი ჩამოყალიბება, _ დააზუსტა ლომინეიშვილმა.