გუშინ სომხურმა ვებ-გვერდმა „Armsport.am” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გამოცემას სომხეთის ფეხბურთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი ესაუბრა. რუბენმა ერთი თანამემამულე მოთამაშის მიმართ რისხვა ვერ დამალა.
საქმე ეხება ვინმე არტურ მალოიანს. ეს ფეხბურთელი რუსეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ტულის „არსენალში“ ასპარეზობს. სომხური ფესვების გამო აირაპეტიანი ფეხბურთელს რამდენჯერმე დაუკავშირდა და ისტორიული სამშობლოს ეროვნულ გუნდში თამაში შესთავაზა. ალბათ უმჯობესი იქნება თავად ბატონ რუბენს მოვუსმინოთ.
„მალოიანი კარგი ფეხბურთელია და სომხეთის ნაკრებში მისი მიწვევა გვსურდა. პირადად მე მოთამაშეს ექვსჯერ ვესაუბრე და სომხეთის ნაკრებში თამაშზე დაყოლიება ვცადე. ეს მალოიანი ერთი უტიფარი ადამიანი აღმოჩნდა. რამდენჯერმე სასტიკი უარი განმიცხადა, შემდეგ კი „ჰონორარის“ სახით ავტომანქანა „პორშე“ მომთხოვა.
ჩვენი ეროვნული გუნდი კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტს განიცდის. ამ მიზეზის გამო მის მიერ დასახელებული მანქანის ჩუქებაზე თანხმობა განვაცხადე. ამის მიუხედავად, პორტუგალისთან შეხვედრის წინ მალოიანი სომხეთის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე არ გამოცხადდა.
რა გითხრათ. მალოიანს გვარი კი სომხური აქვს, მაგრამ მიმაჩნია რომ ის ჩვენი ერის დიდი სირცხვილია. სანამ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავართ, ეროვნულ გუნდში მას არასოდეს გამოვიძახებ“, – განაცხადა რუბენ აირაპეტიანმა.