"აფხაზეთი-საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე მკაფიო პასუხს ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან" _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა
მისივე თქმით, რკინიგზასთან დაკავშირებით პოზიცია მალე უნდა დაფიქსირდეს:
"რას გულისხმობს ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას? ორაზროვნების დრო ნამდვილად არ არის.რაც მალე ჩამოაყალიბებთ ღიად პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით, მით უკეთესი საქამისთვის!
რას გულისხმობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვუპასუხოთ ისტერიის გარეშე, მაგრამ პრინციპულად? გთხოვთ, დააკონკრეტეთ პოზიცია ბატონო ზურაბ, რკინიგზასთან დაკავშირებით!
და რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით! ცხადად და მკაფიოდ!
ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც!" _ წერს პეტრიაშვილი