ირმა ინაშვილი, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი მამალაძის ბრალდებაზე "გურია ნიუსთან" აცხადებს: "საქართველოში არ ვარ. ამ სისულელეზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო".
შეგახსენებთ, რომ დღეს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით – "ირაკლიმამალაძე: საყდრისის დანგრევაზე პასუხისმგებლობა ირმა ინაშვილსაც ეკისრება", სადაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი საყდრისის დანგრევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილსაც აკისრებს.