საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის იურისტი, ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ – ნათია კაციტაძე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსია.
საიას უკვე ყოფილმა თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ, კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ კოჟორიძე საიას 2012 წლის 18 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, თავმჯდომარის არჩევა ყოველწლიურად ხდება. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება მხოლოდ სამჯერ აქვს.