ალკოჰოლი ადამიანს ათამამებს, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რა უნდა დალიოთ და რამდენი.
თუ ინტიმური ურთიერთობის დროს, ალკოჰოლის გამოყენება გადაწყვიტეთ, მაშინ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ:
ამ დროს ღვინოს აშკარა უპირატესობა აქვს, რადგან მასში ალკოჰოლი შედარებით ნაკლები რაოდენობით შედის და მისით თრობა გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება. მაგრამ, თუ დიაბეტი გაწუხებთ, სექსის დროს ღვინის დალევა კატეგორიულად გეკრძალებათ;
არაყს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ის ალკოჰოლის წყალხსნარია და ეიფორიიდან სიმთვრალეში გადასვლის ძალიან მცირე პერიოდი აქვს.
ლუდში შემავალი მცირე ალკოჰოლი და ამინომჟავები ფსიქოლოგიურ ბარიერს ხსნის, მაგრამ დიდი რაოდენობით ლუდის დალევა დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ნიშნავს, რაც შარდის ბუშტზე ცუდად მოქმედებს.
ინტიმური ურთიერთობის შემდეგ, კარგია ერთი ჭიქა კონიაკის გადაკვრა – ის მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და, ასევე, ადვილად ხსნის დაღლილობას.