კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტური შედეგიანი აღმოჩნდა ელგუჯა გრიგალაშვილისთვის _ "ოტელოსის" შემტევმა ჩემპიონატის მეორეადგილოსან ნიქოზიის "აპოელთან" პაექრობაში გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე, 49-ე წუთზე გრიგალაშვილმა საჯარიმოს მოედნის გარეთ მიიღო გადმოვარდნილი ბურთი, რამდენიმე მეტრი გაირბინა და მარჯვენა ზედა კუთხეში ძლიერად დაარტყა. ნიქოზიელთა მეკარე ურდო პარდო კი გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ შეწვდა.
სამწუხაროდ, სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და 8 წუთში რაფიკ ჯებურმა ანგარიში გაქვითა _ 1:1. შეხვედრაც ასე დასრულდა და "ოტელოსმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, სასტარტოში დაყენებულმა გრიგალაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
XVII ტურის შემდეგ "ოტელოსი" კვიპროსის 12-გუნდა ჩემპიონატში X ადგილზეა.