საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელიც ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მომხდარი ხანძრის სედეგად დაიღუპა, „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ცნობისთვის, ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს რვა მოქალაქე იყო. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.



































































